logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თამარ ჩუგოშვილი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მრჩეველთა დელეგაციას შეხვდა
თამარ ჩუგოშვილი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მრჩეველთა დელეგაციას შეხვდა
18:28 20.08.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მრჩეველთა დელეგაციას შეხვდა.


"საქართველოში სტუმრად იმყოფებიან კონგრესის მრჩეველთა დელეგაციის წევრები, რომლებიც ეცნობიან ჩვენს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ემსახურება კონგრესში საქართველოს შესახებ ინფორმაციისა და ცნობადობის გაზრდას. ვისაუბრეთ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ამერიკის პოლიტიკურ მხარდაჭერაზე, რომელიც პირველ რიგში გამოიხატება რეზოლუციებში და ასევე იმ საჭიროებებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი", - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრის კომენტირებისას.

საქართველოში კონგრესის მრჩეველთა დელეგაციის ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების ერთობლივი საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლითი პროგრამით ხორციელდება და იგი ამერიკის წარმომადგენელთა პალატის წამყვან თანამშრომლებს შესაძლებლობას აძლევს მეტი გაიგონ საქართველოს პოლიტიკაზე, ეკონომიკასა და კულტურაზე, აგრეთვე, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მჭიდრო, ორმხრივ ურთიერთობებზე.


ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვდებიან მთავრობის, პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, პოლიტიკის ექსპერტებს. ვიზიტის მიზანია მონაწილეებს მიეცეთ შესაძლებლობა გაცვალონ ხედვა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა რეგიონული უსაფრთხოება, საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობა, ვაჭრობის ლიბერალიზაცია და სხვა.


შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო გოგუაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა