logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ვახტანგ ყოლბაიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში  სამუშაო შეხვედრა გამართა
ვახტანგ ყოლბაიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სამუშაო შეხვედრა გამართა
15:41 20.08.2018
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ დევნილთა საკითხებთან დაკავშირებით სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა წარმომადგენლობის ხელმძღვანელისა და თანამშრომლებისგან მოისმინა რეგიონში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის სოციალურად დაუცველი დევნილებისათვის დახმარების გაცემის წესის შესახებ.
საუბარი შეეხო აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და გალის რაიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ყურადღება გამახვილდა ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვასა და სხვა არსებულ პრობლემებზე.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს დევნილების კომპაქტურ ჩასახლებებში მცირეფასიანი/ გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიმდინარეობაზე და ზუგდიდის დევნილთა ახალ ჩასახლებაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე.
ვახტანგ ყოლბაიამ მოისმინა ინფორმაცია ზუგდიდის დევნილთა ახალ ჩასახლებაში ამხანაგობების შექმნის პროცესზე. შეხვედრისას გამოიკვეთა ისეთი საკითხები, რომელთა მოგვარებაც მერიასა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის გზით არის შესაძლებელი.
სამუშაო შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე და წარმომადგენლობის თანამშრომლები ესწრებოდნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა