logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოფიო ქაცარავა აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციის წევრებს შეხვდა
სოფიო ქაცარავა აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციის წევრებს შეხვდა
15:36 20.08.2018
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, მოადგილეებთან ნინო გოგუაძესთან და დიმიტრი ცქიტიშვილთან ერთად აშშ-ს კონგრესის აპარატის თანამშრომლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მჭიდრო ურთიერთობაზე ისაუბრეს, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, დემოკრატიის განმტკიცებას და ამ პროცესში აშშ-ს მხარდაჭერას მოიცავს, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას და ხალხთაშორის ურთიერთობებს.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება პარლამენტსა და აშშ-ს კონგრესს შორის თანამშრომლობის განვითარება იყო. ეს განსაკუთრებით შეეხება კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი საკანონმდებლო ინიციატივებისა და რეზოლუციების მიღების პროცესში მჭიდრო კოორდინაციას და საქართველოში კონგრესმენებისა და სენატორების ვიზიტებს.
საუბარი ასევე შეეხო სტრატეგიული კომუნიკაციის ფორუმს, რომელსაც პარლამენტი სექტემბრის ბოლოს გამართავს.

"საუბრისას აქცენტი გაკეთდა ამერიკის შეერთებული შტატების როლზე საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევის - ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესში. ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე და ამ კუთხით, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მობილიზების შესახებ. ამერიკის კონგრესის აპარატის თანამშრომლების ვიზიტი და მათი მხრიდან მაღალი ინტერესი საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამერიკასთან ყველა დონეზე მჭიდრო კავშირებზე მეტყველებს", - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

"მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის გაძლიერება. ის ადამიანები, რომლებიც საერთაშორისო მიმართულებით და კონკრეტულად, საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობენ, მათთან აქტიური კომუნიკაცია არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ახლა, როდესაც არაღიარების პოლიტიკისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით საქართველოს ასეთი დიდი მხარდაჭერა აქვს ამერიკის შეერთებული შტატებისგან", - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნინო გოგუაძემ.

"კონგრესის თანამშრომლებთან, მრჩევლებთან, რომლებიც პოლიტიკოსებთან ერთად ამზადებენ პოლიტიკას, მნიშვნელოვანია თანამშრომლობა, აქტუალური საკითხების სწორად წარმოჩენა, მათთვის ობიექტური ინფორმაციის და სწორი გზავნილების მიწოდება. თეთრი სახლის და სახელმწიფო დეპარტამენტის პარალელურად, კონგრესი პროაქტიულად მუშაობს საქართველოს მხარდასაჭერად. არაერთი რეზოლუცია და საკანონმდებლო აქტია კონგრესის მიერ გამოცემული და ეს, სწორედ ის ადამიანები არიან ვინც ამას ამზადებს და პოლიტიკოსებს, თავიანთ ხელმძღვანელებს წარუდგენს", - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა.

აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია საქართველოს 19 აგვისტოს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 25 აგვისტომდე გაგრძელდება დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. დელეგაციის წევრები შეხვდებიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს.

სტუმრები სოფელ წეროვანში იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას და დიდ ხურვალეთში ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს მოინახულებენ.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა