საქართველოს ექსპრეზიდენტის, ოდესის ოლქის ექსგუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის
განცხადებით, ის ჰოლანდიაში ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობს, რადგან ფული არ ჰყოფნის.
განცხადება ამის შესახებ სააკაშვილმა უკრაინული რადიოსადგურის, «Радио Новое время»-ს ჟურნალისტ ვიტალი სიჩისთან ინტერვიუს დროს გააკეთა.
"მე სინამდვილეში ძალიან მოკრძალებულად ვცხოვრობ და ეს ჩემი ერთ-ერთი მთავარი წესია. ვკითხულობ ლექციებს სპიკერების აკადემიაში - ეს ჰოლანდიური აკადემიაა, რომელშიც დროდადრო, კვირაში რამდენიმეჯერ ლექციების ჩატარების უფლებას მაძლევს. ამას წინათ ერთ-ერთი ქალაქის კომპანიების ხელმძღვანელთა დიდ ჯგუფს წავუკითხე ლექცია ინფორმატიკაში, რისთვისაც ფული გადამიხადეს.
ახლა ვემზადები ორი ათასი სტუდენტის წინაშე გამოსავლელად ფრიბურის უნივერსიტეტში, იქაც ფულს მომცემენ, თუმცა მაინც არ მყოფნის. საერთოდ, პირდაპირ გეტყვით, რომ ფინანსურ საკითხში გაჭედილი ვარ, მაგრამ მე ამით ვამაყობ. ვამაყობ, რომ არაფერი არ მომიპარავს. მაგრამ მეორე მხრივ, იმ თვალსაზრისით, რომ ღარიბი უკრაინელი პოლიტიკოსი არ არსებობს და არც მინახავს, მე უკრაინელი არ ვარ. აი, ესაა მთელი ისტორია"-განაცხადა სააკაშვილმა.
p.s. ინტერვიუს ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: www.nsp.ge

















