logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საგაზაფხულო სესიის საქმიანობა შეაფასა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საგაზაფხულო სესიის საქმიანობა შეაფასა
18:53 17.08.2018
კომიტეტის სამოქმედო გეგმის შესრულებისა და საშემოდგომო სესიის გეგმების შესახებ იმსჯელეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე. დეპუტატებმა შეაჯამეს გასული საგაზაფხულო სესიის აქტივობები და შეაფასეს მათი შესაბამისობა კომიტეტის სამოქმედო გეგმასთან.

პრეზენტაციაზე კომიტეტის მიერ განხორციელებულ საქმიანობებს შორის დასახელდა მიმდინარე წელს დასრულებული სოციალური მუშაობის რეფორმა, "ბავშვის კოდექსის" ცვლილებების პაკეტის მომზადება, შრომის უსაფრთხოების გაძლიერებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილების პაკეტი, კომიტეტის მიერ განხილული 417 სხვადასხვა კანონპროექტი, მოქალაქეთა 2000-მდე ოფიციალურ განცხადებაზე რეაგირება და 1300-მდე მოქალაქისადმი გაწეული კონსულტაცია, პარლამენტს დაქვემდებარებულ 14 ორგანოს ანგარიშის მოსმენა, სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების გაზიარების ყველაზე მაღალი, 75 %-იანი მაჩვენებელი, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ალტერნატიული ანგარიშების მოსმენის პრაქტიკის დამკვიდრება და სხვა.

"კომიტეტის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისათვის უმნიშვნელოვანესია რეგულარულად მოვახდინოთ თვითშეფასება და გავაანალიზოთ ჩვენ მიერ გაწეული საქმიანობა. ეს გვეხმარება უკეთ დავგეგმოთ სამომავლო აქტივობები და წარმატებით გავართვათ თავი კომიტეტის სამოქმედო გეგმითა და სტრატეგიით დასახულ მიზნებს. ჩვენი ყოველდღიური ძალისხმევა, გავზარდოთ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტი და გავაძლიეროთ ინდივიდზე მორგებული სახელმწიფო პოლიტიკა, აჩენს ახალ გამოწვევებს, რომლებსაც კომიტეტი აუცილებლად უპასუხებს მომდევნო წლების საქმიანობაში. მიუხედავად მნიშვნელოვანი პროგრესისა, რომელსაც დღევანდელი ანგარიში თვალნათლივ აჩვენებს, ყველანი ვთანხმდებით რომ გვაქვს სერიოზული გამოწვევები და გვყავს უამრავი დაჩაგრული ადამიანი, რომელიც ჩვენი ზრუნვის მთავარი საგანია. პროგრესის ანალიზი ჩვენ დაგვეხმარება სწორად დავგეგმოთ და წარვმართოთ ჩვენი მომავალი საქმიანობა"- აღნიშნა სოფო კილაძემ.



კომიტეტის ორ დღიანი სამუშაო შეხვედრა შედგა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფართო ინიციატივის "ადამიანის უფლებები ყველასათვის" მხარდაჭერით.



სამწლიანი პროგრამა ხელს უწყობს კომიტეტს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა