logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკა ბესელია: იანოშ ჰერმანი მთელი ამ წლების განმავლობაში  საქართველოს საუკეთესო მეგობარი და ქვეყნის ინტერესების დამცველი იყო
ეკა ბესელია: იანოშ ჰერმანი მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოს საუკეთესო მეგობარი და ქვეყნის ინტერესების დამცველი იყო
14:44 17.08.2018
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ევროკავშირის ელჩთან საქართველოში იანოშ ჰერმანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.


მხარეებმა ისაუბრეს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში არსებულ მიღწევებზე, ასევე გამოწვევებზე და მომავალ თანამშრომლობაზე.

ეკა ბესელიამ იანოშ ჰერმანს მადლობა გადაუხადა ევროკავშირ-საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა მის შემდგომ საქმიანობაში.

"ევროკავშირის ელჩი ასრულებს თავის მისიას საქართველოში. ეს იყო ძალიან თბილი, მეგობრული შეხვედრა და შესაძლებლობა გვქონდა გაგვეანალიზებინა ბოლო ოთხწლიანი პერიოდის საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობა",-განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, იანოშ ჰერმანის ელჩობის პერიოდში, ევროკავშირმა საქართველოში არაერთი ფასდაუდებელი პროექტი განახორციელა.

"ელჩს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადე მისი მეგობრული, მართლაც თავდაუზოგავი საქმიანობისთვის, იმ შრომისთვის და ფასდაუდებელი პროექტებისთვის, რომელიც ევროკავშირმა განახორციელა საქართველოს მხარდასაჭერად დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და მართლმსაჯულების რეფორმების განხორციელების პროცესში. იანოშ ჰერმანის ელჩობის პერიოდში, ევროკავშირმა მართლაც ძალიან დიდი რესურსი გაიღო საქართველოს სწრაფი ინტეგრაციისთვის ევროკავშირში",-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.



ეკა ბესელია ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული დიდი პროექტები შეეხებოდა არა მარტო მართლმსაჯულებას, ადამიანის უფლებებს და დემოკრატიას, არამედ ინფრასტრუქტურას, სოციალურ-ეკონომიკურ სფეროს, განათლებას და სხვა მიმართულებებს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, განსაკუთრებით გამოყო ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის პირადი დამოკიდებულება საქართველოსადმი.



"მე მას ვუწოდე ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მეგობარი. მთელი ეს წლები ძალიან კორექტულად, ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა ის ყველა მნიშვნელოვან საკითხს და ყველა მისი შეფასება იყო ძალიან ობიექტური და ქვეყნის დახმარებისკენ მიმართული. ამიტომ, მე მართლაც ვიტყოდი, რომ ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო ელჩი, ვისაც კი მე ვიცნობ პირადად და ვისთანაც მქონია მუშაობის შესაძლებლობა. ამიტომ, განსაკუთრებულ მადლიერება გამოვხატე, მათ შორის იმისთვის, რაც მან გააკეთა პარლამენტის, სასამართლო რეფორმის თუ დემოკრატიის კუთხით მხარდაჭერისთვის. გარდა იმისა, რომ ევროკავშირი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების მხარდამჭერი და განმახორციელებელი, პერსონალურად იანოშ ჰერმანი მთელი ამ წლების განმავლობაში იყო საქართველოს საუკეთესო მეგობარი და ქვეყნის ინტერესების დამცველი",-აღნიშნა ეკა ბესელიამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა