logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლიეტუვის სეიმში რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომისადმი მიძღვილი გოტოგამოფენა გაიმართა​
ლიეტუვის სეიმში რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომისადმი მიძღვილი გოტოგამოფენა გაიმართა​
14:29 17.08.2018
ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ლიეტუვის სეიმის (პარლამენტის) მთავარ დარბაზში, რუსეთის 2008 წლის სამხედრო აგრესიის ათი წლისთავთან დაკავშირებით, გაიმართა ფოტოგამოფენა "Pჰოტო შტორიეს: 10 Yეარს სინცე ღუსსია`ს მილიტარყ აგგრესსიონ ანდ ოცცუპატიონ ოფ Gეორგიან ტერრიტორიეს".

მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ლიეტუვაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ხათუნა სალუქვაძემ, რომელმაც რუსეთის სამხედრო აგრესიასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა ლიეტუვას ტრადიციული მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.


გამოფენის გახსნაზე სიტყვით ასევე წარსდგნენ ლიეტუვის სეიმის სპიკერი ვიქტორას პრანცკიეტისი და სეიმის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრი ლაურინას კაშჩიუნასი.

სეიმის სპიკერმა და მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნეს ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსადმი და ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობას. აღინიშნა, რომ დაუშვებელია გამყოფი ხაზების არსებობა და აუცილებელია მეტი ძალისხმევა, რათა რუსეთმა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

გამოფენაზე წარმოდგენილ იქნა ქართველი მწერლის სალომე ბენიძის და ფოტოგრაფ დინა ოგანოვას წიგნის "HEღOეს" ფოტომასალა. ასევე გაიმართა აღნიშნული წიგნის პრეზენტაცია, რომელიც ოკუპაციით დაზარალებული ქალების წინაშე არსებულ სირთულეებს და ამ სირთულეების დასაძლევად მათ ბრძოლას აღწერს.

ღონისძიების ფარგლებში ასევე შედგა ბრიტანელი ფოტოგრაფების ჯონ ჯონსისა და მალკოლმ ლინტონის ფოტომასალების გამოფენა "A შტორყ ოფ Iნტერნალ Dისპლაცემენტ ჩაპტურედ ონ ჩამერა", რომელიც ასახავს იმ ადამიანურ ტრაგედიებს, რასთან გამკლავებაც მოუწიათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს.

გამოფენის გახსნისას ნაჩვენები იქნა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და თაკო რობაქიძისა მიერ მომზადებული მოკლემეტრაჟიანი ვიდეორგოლები "მცოცავი საზღვრები" და "ცხოვრება მავთულხლართებთან ერთად".

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ლიეტუვაში აკრედიტებულმა დიპლომატებმა, სეიმის წევრებმა, აკადემიური და ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებმა და ჟურნალისტებმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა