logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს დელეგაციამ პარაგვაის რესპუბლიკის ეროვნული კონგრესის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა
საქართველოს დელეგაციამ პარაგვაის რესპუბლიკის ეროვნული კონგრესის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა
10:47 17.08.2018
2018 წლის 16 აგვისტოს, ქ. ასუნსიონში, ეროვნული კონგრესის სასახლეში, საქართველოს დელეგაციამ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას, პარაგვაიში საქართველოს საგანაგებო და სრულუფლებიანი ელჩის ირაკლი ყურაშვილისა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას მონაწილობით, შეხვედრა გამართა პარაგვაის რესპუბლიკის ეროვნული კონგრესის დეპუტატთა პალატის (პარლამენტის ქვედა პალატა) თავმჯდომარესთან, მიგელ ხორხე კუევასთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარაგვაიში საქართველოს საპატიო კონსული, კონრადო პაპალარდო და პარაგვაის მხრიდან - დეპუტატი მმართველი ჩოლორადო-ს პარტიიდან, პარაგვაის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, პარლამენტის საგარეო საქმეთა კომისიის წევრი, ფრედი დ'ეკლესისი.


შეხვედრაზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების საკითხები. დავით დონდუამ აღნიშნა, რომ პარაგვაისთან და ზოგადად, ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარებას სულ უფრო და უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოში.


აღინიშნა, რომ ქართული მხარე მოხარული იქნება ახლო მომავალში უმასპინძლოს პარაგვაელ პარლამენტარებსა და საქმიანი წრეების წარმომადგენლებს საქართველოში, რათა ადგილზე მოხდეს არსებული პოტენციალის შესწავლა, ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარება და საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების გაზიარება. პარაგვაის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს მთელს რეგიონში, როგორც მნიშვნელოვან ჰაბს და პარაგვაის დიდი ინტერესი აქვს სავაჭრო ურთიერთობები გაზარდოს საქართველოსთან და რეგიონთან.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პარლამენტებს შორის ურთიერთობების გაღრმავება მაქსიმალურად ხელს შეუწყობს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების განმტკიცებას ორ ქვეყანას შორის და ის ფაქტი, რომ ორივე ქვეყნის პარლამენტში მეგობრობის ჯგუფები დაფუძნებულია, საპარლამენტო თანამშრომლობის ინტენსიფიკაციისთვის უკვე კარგი საფუძველია.


პარაგვაის მხარემ დიდი მადლობა გადაუხადა საქართველოს, ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციის გამოგზავნისთვის, პარაგვაის პრეზიდენტის, მარიო აბდო ბენიტესის ინაუგურაციაზე დასასწრებად, რომელიც 15 აგვისტოს გაიმართა. ,,ჩვენ ეს არასდროს დაგვავიწყდება, მომავალში ჩვენ ყოველთვის გავითვალისწინებთ თქვენს ამ ძალიან მეგობრულ ჟესტს''-აღნიშნა პარაგვაელმა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა