საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოში (რეზიდენციით ქალაქი
ერევანი) არაბთა გაერთიანებული საემიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჯასიმ მუჰამედ ალ კასიმისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა .
დავით ზალკალიანმა არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩს ორ ქვეყანას შორის კავშირების გააქტიურებასა და მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრაზე, ასევე, განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და სავაჭრო–ეკონომიკური კავშირების გაღრმავებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის პერსპექტივები.

















