საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, დავით უსუფაშვილმა
თავისი დღევანდელი განცხადებით ერთდროულად რამდენიმე საქმე გააფუჭა.
წილოსანის შეფასებით, პარლამენტის ექსსპიკერმა სცადა იმ ინსტიტუტის დაკნინება, რომლის ხელმძღვანელიც უახლოეს წარსულში თვითონ იყო.
"ასევე, პერსონალური შეურაცხყოფა მიაყენა მოქმედ პარლამენტის თავმჯდომარეს.
ამასობაში ხალხს გაახსენა, რომ საკუთარი ძალისხმევით პარლამენტის თავმჯდომარეობიდან იმდენად ჩაეშვა პოლიტიკის მინუს მესამე სართულზე, რომ საბურთალოს მაჟორიტარულ არჩევნებშიც კი მესამე ადგილზე გავიდა. მისი ასოციაციაც მინუს მესამეზე უდავოა, რომ აქედან მოდის"-აცხადებს წილოსანი.

















