logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოფო კილაძე და რატი იონათამიშვილი ამერიკელ ექსპერტს შეხვდნენ
სოფო კილაძე და რატი იონათამიშვილი ამერიკელ ექსპერტს შეხვდნენ
17:32 15.08.2018
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, მოადგილესთან, რატი იონათამიშვილთან ერთად, ფისკალური დაგეგმარებისა და ანალიზის შესახებ საერთაშორისო ექსპერტს, დანიელ მონტს შეხვდა.

შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა.

იუსტიციის სამინისტროს კოორდინირებით, საქართველოს მთავრობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ახალ კანონმდებლობაზე მუშაობს. უკვე შემუშავებულია პროექტის ვერსია, რომელსაც ფინანსური ანალიზი სჭირდება. დანიელ მონტი ვაშინგტონში მოქმედი ორგანიზაციის - "ცენტრი ინკლუზიური პოლიტიკისთვის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი და საერთაშორისო ექსპერტია.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო ინიციატივა საშემოდგომო სესიაზე, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდეს. ამის ვალდებულება აღებული გვაქვს მას შემდეგ, რაც გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება მოვახდინეთ, რათა ჰარმონიზაციაში მოვიდეს ეროვნული საკანონმდებლო ბაზა კონვენციით მოცემულ პრინციპებთან და ღირებულებებთან. ჩვენი კომიტეტი ახორციელებს საპარლამენტო ზედამხედველობას, რომ ერთი მხრივ, პროცესისადმი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა მოხდეს და მეორე მხრივ კი, კონკრეტულ ვადებში დასრულდეს ეს პროცესი. ამ მანდატს ჩვენ მომავალშიც გამოვიყენებთ იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება მალე მივიღოთ აღნიშნული კანონმდებლობა, რაც არის ჩვენი საარჩევნო დანაპირები", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

"ამერიკელი ექსპერტი აკეთებს ფინანსურ ანალიზს და მუშაობს იმაზე, თუ კონკრეტულად რა თანხები იქნება საჭირო სახელმწიფოსთვის შშმ პირების საკანონმდებლო ინიციატივის განსახორციელებლად. მნიშვნელოვანია, როდესაც პროექტი პარლამენტში შემოვა, ჩვენ გვქონდეს წინასწარი ანალიზი იმისა, თუ რა ხარჯებთან იქნება დაკავშირებული სახელმწიფოსთვის ამ პროექტის განხორციელება. ეს არის უდიდესი საქმე ჩვენს ქვეყანაში შშმ პირების უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რადგან მთლიანად შეიცვლება საკანონმდებლო ბაზა, რასაც შშმ პირების უფლებრივი მდგომარეობის საგრძნობი გაუმჯობესება მოჰყვება და რასაც ბუნებრივია, სჭირდება ფინანსური რესურსი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს ანალიზი წინასწარ გვქონდეს", - განაცხადა ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა