logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკვადორსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ეკვადორსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
16:48 15.08.2018
მიმდინარე წლის 14 აგვისტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ, პარაგვაის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ეკვადორის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ხოსე ვალენსიასთან. შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს "საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეკვადორის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ადამიანური მობილურობის სამინისტროს შორის საერთო ინტერესების საკითხებზე პოლიტიკური კონსულტაციების" შესახებ. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული მემორანდუმის ხელმოწერა და პოლიტიკური კონსულტაციების პრაქტიკა ხელს შეუწყობს საქართველოსა და ეკვადორს შორის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.


შეხვედრაზე ეკვადორის საგარეო საქმეთა მინისტრმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიმოიხილეს საქართველოსა და ეკვადორის რესპუბლიკას შორის ორმხრივ დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები, ისაუბრეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უწყებათაშორის თანამშრომლობაზე.


ეკვადორის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა ინტერესი საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების გაზიარების კუთხით.


შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ და ეკვადორის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ბუენოს-აირესი) ირაკლი ყურაშვილმა.


საქართველოს დელეგაცია პარაგვაის ახლადარჩეული პრეზიდენტის მარიო აბდო ბენიტესის ინაუგურაციაში მონაწილეობის მიზნით ეწვია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა