„ეროვნულ დემოკრატიული პარტია“ „გლეხური მეურნეობების მხარდამჭერი საბიუჯეტო პროგრამის“ შექმნის ინიციატივით
გამოდის. ამის შესახებ ედპ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ ჩახვაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, პროგრამა სახელმწიფო აგროდაზღვევის მეშვეობით სტიქიისგან მიყენებული ზიანის კომპენსაციას უზრუნველყოფს.
„კონკრეტულად კი ყველა ოჯახს საშუალება ექნება თავისი მოსავალი და საქონელი სტიქიისგან მიყენებული ზარალისგან დააზღვიოს. დაზღვევის თანხების ნაწილს სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაფარავს“- განაცხადა ჩახვაძემ.
მისივე თქმით, დაზღვევის სახეებსა და ტარიფებს სახელმწიფო დაადგენს, ასევე, ის კერძო სადაზღვევო კომპანიებთან შუამავლის როლს იკისრებს.

















