logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ესტონეთში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავისადმი  მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიხსნა
ესტონეთში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიხსნა
18:11 14.08.2018
ესტონეთის ომის მუზეუმში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენის "საქართველო 2008" გახსნის ღონისძიება გაიმართა.

მოწვეულ სტუმრების მისასალმებელი სიტყვით მიმართა ესტონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თეა ახვლედიანმა, რომელმაც 10 წლის წინ საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო აგრესიასა და მის შედეგებზე, ასევე საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ოკუპაციაზე ისაუბრა.

თეა ახვლედიანმა საქართველოში უსაფრთხოების კუთხით დღესდღეობით არსებული მდგომარეობა მიმოიხილა და აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგ, საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოების სამშვიდობო ძალისხმევის მიუხედავად, კვლავ გრძელდება საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია, ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები და უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები.

ელჩმა განაცხადა, რომ 10 წლის განმავლობაში მიმდინარე ოკუპაციის და პროვოკაციების მიუხედავად, საქართველომ წარმოაჩინა რომ შესწევს ძალა მიაღწიოს მნიშვნელოვან წარმატებას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიული ტრანსფორმაციის კუთხით. თეა ახვლედიანმა ასევე ისაუბრა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკასა და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის კონსოლიდაციის მნიშვნელობაზე. მან მადლიერებით აღნიშნა ესტონეთის მიერ განხორციელებული და მიმდინარე მტკიცე მხარდაჭერა, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას, ასევე სიტყვით მიმართა ესტონეთის თავდაცვის ძალების ყოფილმა მეთაურმა, ესტონეთის პარლამენტის წევრმა გენერალმა ანტს ლაანეოტსმა, რომელმაც ისაუბრა 10 წლის წინ რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიაზე და მიმოიხილა რუსეთის პოლიტიკა სამეზობლოს მიმართ. აღსანიშნავია, რომ გენერალი ლაანეოტსი, "2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი - გამომწვევი მიზეზები და ქვეტექსტი" ნაშრომის ავტორია.

გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ ესტონეთის მთავრობისა და პარლამენტის წევრები, სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, თავდაცვის, კულტურისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ისევე როგორც ესტონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები.

გამოფენა ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ესტონეთის ომის მუზეუმის ერთობლივი ორგანიზებით 8 აგვისტოს გაიხსნა და მომდევნო 2 თვის მანძილზე იქნება წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ ფოტო-გამოფენა მომზადებულია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების "გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრისა" და "მეგობრობის ხიდი ქართლოსის" მიერ და მისი თავდაპირველი ვერსია გამოფენილია გორის ოკუპაციის მუზეუმში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა