logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაცია გამოსცა
საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაცია გამოსცა
17:29 14.08.2018
უწყებათაშორისმა კომისიამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის 13 აგვისტოს სხდომაზე რეკომენდაცია გამოსცა.

უწყებათაშორისი კომისია, აკისრია რა პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარებას, მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმად თვლის 2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის, 2016 წლის საპარლამენტო და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში მის მიერ გამოცემულ რეკომენდაციებს, ითვალისწინებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოს კანონმდებლობაში მოცემული დებულებები შეიძლება არასაკმარისი აღმოჩნდეს წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) პერიოდის განმარტებისთვის, და რეკომენდაციით მიმართავს:

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების საჯარო მოსამსახურეებს:

მიუხედავად იმისა, რომ "საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 45-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების კონკრეტული პერიოდი, კერძოდ, წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს, საჯარო მოსამსახურეებმა უფრო მაღალი სტანდარტის დამკვიდრების მიზნით საქართველოს პრეზიდენტის მიერ არჩევნების თარიღის დანიშვნიდან დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მაქსიმალურად გამიჯნონ საკუთარი პროფესიული საქმიანობა საარჩევნო პოლიტიკური პროცესებისგან.

კერძოდ, უწყებათაშორისი კომისია მოუწოდებს საჯარო მოხელეებს, თავი შეიკავონ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისაგან უკვე არჩევნების თარიღის ოფიციალურად გამოცხადების მომენტიდან და არა წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) დაწყებიდან, როგორც ეს "საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 45-ე მუხლის პირველი პუნქტითაა დადგენილი.

კომისია მიიჩნევს, რომ, მიუხედავად კანონმდებლობისა, რომელიც საჯარო მოხელეებს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას წინასაარჩევნოდ უზღუდავს, რაც არჩევნებამდე 60-დღიან პერიოდს გულისხმობს, საჯარო მოსამსახურეებმა უფრო მაღალი სტანდარტის დამკვიდრების მიზნით საქართველოს პრეზიდენტის მიერ არჩევნების თარიღის დანიშვნიდან დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მაქსიმალურად გამიჯნონ საკუთარი პროფესიული საქმიანობა საარჩევნო პოლიტიკური პროცესებისგან.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარება სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. შესაბამისად, უწყებათაშორისი კომისია არ იზღუდება მხოლოდ კანონის მოთხოვნების დაცვით და მოუწოდებს ყველა საჯარო უწყებასა და საჯარო მოსამსახურეს, დაიცვან სამართლიანობისა და გამჭვირვალობის ყველაზე მაღალი სტანდარტები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა