logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი:  აშშ-ის მხრიდან საქართველოს  უპრეცედენტოდ მაღალი დონის მხარდაჭერა აქვს
დავით ზალკალიანი: აშშ-ის მხრიდან საქართველოს უპრეცედენტოდ მაღალი დონის მხარდაჭერა აქვს
15:41 14.08.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი საქართველოსთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოკავშირეობის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია.
ამის შესახებ ზალკალიანმა აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს, რომელიც არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი კერძოდ იმ თვალსაზრისით, რომ მასში არის დებულება საქართველოს შესახებ. წინა წლებისგან განსხვავებით, ეს ნაწილი არის საკმაოდ მოცულობითი, შინაარსობრივად დატვირთული და ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირის და პარტნიორის როლს." - აღნიშნა ზალკალიანმა.


მისივე თქმით, მნიშნველოვანია, რომ აშშ-ს ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში საქართველო, შავი ზღვისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ერთად, განიხილება ევროპის რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტში.

დავით ზალკალიანმა ასევე ხაზი გაუსვა აშშ-ის მხრიდან საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით შეტანილ წვლილსა და იმ ფაქტს, რომ აშშ საქართველოს განიხილავს როგორც მისი ეროვნული ინტერესების ნაწილს.


"აშშ-ის მხრიდან საქართველოს აქვს უპრეცედენტოდ მაღალი დონის მხარდაჭერა. კიდევ ერთხელ მინდა მადლიერება გამოვხატო ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მიმართ. ასევე აშშ-ის კონგრესის მიმართ, სადაც ჩვენ გვაქვს ორპარტიული მხარდაჭერა და საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია აშშ-ის პოლიტიკურ დღის წესრიგში." - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ დოკუმენტში საუბარია ერთობლივი წვრთნების მეტ სიხშირეზე შავ ზღვასა და ხმელეთზე. ასევე ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში საქართველოსთან ურთიერთობაზე და საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობაზე.

მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ საქართვლოზე საუბარია დოკუმენტის თავში, რომელსაც ეწოდება "რუსეთის აგრესიის შეკავება". მისი განცხადებით, სწორედ ამ კონტექსტში განიხილება საქართველოსა და უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, რაც აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში შედის.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 13 აგვისტოს აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი აშშ-ს ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი განსაზღვრავს 2019 ფისკალური წლისათვის აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ბიუჯეტის პრიორიტეტებს. ნიშანდობლივია, რომ აქტის ჩანაწერის მიხედვით, საქართველო, ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში, შავი ზღვისა და ბალტიის ქვეყნებთან ერთად, მოაზრებულია როგორც აშშ-ს მოკავშირე და პარტნიორი.







FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა