logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: გერმანიის კანცლერის ვიზიტს საქართველოში  ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს
დავით ზალკალიანი: გერმანიის კანცლერის ვიზიტს საქართველოში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს
14:29 14.08.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია, გერმანიის მხარდაჭერა და გერმანიის კანცლერის ვიზიტი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია.
ამის შესახებ ზალკანიანმა გერმანიის ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიის კანცლერის ვიზიტი საქართველოში, ჩვენი გერმანელი პარტნიორების მხრიდან, იმ ქვეყნის მხრიდან, რომელიც არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერი. აღსანიშნავია, რომ კანცლერის ბოლო ვიზიტი საქართველოში განხორციელდა 10 წლის წინ და ვფიქრობ, რომ დღეს, დროის თვალსაზრისით, გერმანიის კანცლერის ვიზიტს აქვს მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობა. რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე და იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია გერმანიის მხარდაჭერა, მათ შორის ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში ინტეგრაციის გზაზე არის ძალიან მნიშვნელოვანი" - აღნიშნა ზალკანიანმა.

მისივე თქმით, ქართული მხარე უაღრესად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გერმანელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას და მუდმივ რეჟიმში მუშაობს იმაზე, რომ საქართველო იყოს მათი დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა.
"გერმანიას აქვს მუდმივი დიალოგი სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან და აქტორებთან და ამიტომ იმის ხაზგასმა, რომ სხვა გლობალურ პრობლემებთან ერთად, საქართველოს უკავია მნიშვნელოვანი ადგილი გერმანიის დღის წესრიგში, არის ჩვენთვის უაღრესად ფასეული" - განაცხადა მინისტრმა.


დავით ზალკალინის განცხადებით, ანგელა მერკელი საქართველოს მომდევნო კვირას ეწვევა, მისივე ინფორმაციით კანცლერის საქართველოში შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა