logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოფიო ქაცარავა პარაგვაის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალში მიიღებს მონაწილეობას
სოფიო ქაცარავა პარაგვაის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალში მიიღებს მონაწილეობას
12:17 13.08.2018
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ოფიციალური ვიზიტით პარაგვაის ესტუმრება, სადაც პარაგვაის პრეზიდენტის
მარიო აბდო ბენიტესის ინაუგურაციის ცერემონიალში მიიღებს მონაწილეობას.

ვიზიტის ფარგლებში, ქაცარავა  ორმხრივ შეხვედრებს გამართავს პარაგვაის პარლამენტის წევრებთან და ინაუგურაციაში მონაწილე ლათინური ამერიკის ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელებთან.

"ჩვენთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკურ მიმართულებას წარმოადგენს ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება და საპარლამენტო კავშირების გაძლიერება. პარაგვაი წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერს. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის არაერთი სფერო იკვეთება. ეს ვიზიტი მოგვცემს შესაძლებლობას, განვიხლოთ ორი ქვეყნის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გავმართავთ ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნების დელეგაციის ხელმძღვანელებთან, სადაც საშუალება გვექნება განვიხილოთ ისეთი საკითხები, როგორიც არის თანამშრომლობა პოლიტიკურ საკითხებზე, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, ორმხრივი სამართლებრივი ბაზის დახვეწა, ხალხთაშორისი კავშირების გამყარება, ტურიზმი და სხვა", - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პარაგვაიში ირაკლი ყურაშვილი.

ქაცარავას ვიზიტი პარაგვაიში 14-16 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა