საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის მეათე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების
ფარგლებში, ქ. ვილნიუსში, თბილისის სახელობის სკვერში, გაიმართა სოლიდარობის აქცია-ფლეშმობი „საქართველოს გაერთიანებისთვის“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ლიეტუველმა და ქართველმა ახალგაზრდებმა.
ფლეშმობის მონაწილეებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, ოკუპაციის დაგმობის ნიშნად, სიმბოლურად გაწყვიტეს მავთულხლართები და გამთლიანებული საქართველოს რუკა გამოსახეს.
აქცია საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა.

















