logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე თბილისის მერიის ინიციატივაზე იმსჯელეს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე თბილისის მერიის ინიციატივაზე იმსჯელეს
18:29 09.08.2018
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმვის, არქიტექტორულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე ქალაქ თბილისის მერიის ინიციატივა განიხილეს, რომელიც არქიტექტორთა სერტიფიცირების საკანონმდებლო რეგულირებას შეეხებოდა. თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, სივრცითი მოწყობის შესახებ ახალი კანონმდებლობა არქიტექტორთა სერტიფიცირების ვალდებულებას ისედაც ითვალისწინებს, თუმცა მისი ამოქმედება 2020 წლის ივლისისთვის იგეგმება, თბილისის მერიის ინიციატივა კი, მუნიციპალიტეტის ნაწილში სერტიფიცირების ვადის 2019 წლის იანვრისთვის გადმოწევას შეეხება. „თბილისის მერია რამდენიმე მიმართულებით აქტიურ სამუშაოებს ეწევა და ერთ-ერთ სფეროს სამშენებლო სექტორი და არქიტექტურის განვითარება წარმოადგენს. მერიამ ამ კუთხით რიგი ნაბიჯები უკვე გადადგა და ამ ეტაპზე გვაქვს შესაბამისი შესაძლებლობები, რომ სერტიფიცირების პროცესი უკვე მომავალი წლის დასაწყისიდან ავამოქმედოთ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.



მერიის ინიციატივასთან დაკავშირებით საბჭოს წევრებმა დისკუსია გამართეს და აღნიშნულ საკითხზე მოსაზრებები გამოთქვეს. აღინიშნა, რომ თბილისის მასშტაბით არქიტექტორთა სერტიფიცირება, როგორც საპილოტე პროექტი, შესაძლებელია მერიის მოთხოვნის ვადებში თბილისში ამოქმედდეს და შემდგომ მოხდეს მისი გავრცელება მთელ საქართველოზე.



სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე განხილული საკითხი კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ შეაჯამა და თბილისის მერიასთან, მის ინიციატივასთან დაკავშირებით, მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.



„თბილისის მერიას დღევანდელი გამოწვევებიდან გამომდინარე აქვს საჭიროებები, რომ ინდივიდუალურად დაარეგულიროს არქიტექტორთა სერტიფიცირების საკითხი თბილისის ფარგლებში და ამას სჭირდება შესაბამისის საკანონმდებლო ცვლილება. საბჭოს ფარგლებში გამართული დისკუსიის შედეგად შევთანხმდით, რომ ეს იქნება მხოლოდ პოზიტიური ნაბიჯი კანონის სამომავლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რადგან თბილისის მასშტაბით შესაძლოა დაიტესტოს ყველა ის დეტალი, რომელიც სერტიფიცირებასთან არის დაკავშირებული. შევთანხმდით, რომ არქიტექტორთა კავშირი და სხვა პროფესიულ საზოგადოების მიერ უკვე არსებულ ამ მიმართულებით გაკეთებულ პრაქტიკას ჩვენ მნიშვნელოვნად გამოვიყენებთ მერიასთან ერთად და სამუშაოები მჭიდრო რეჟიმში გაგრძელდება“, - განაცხადა რომან კაკულიამ.



საბჭოს სხდომაზე საქართველოში „ევროპის მშენებელ ინჟინერთა საბჭოს“ და „მსოფლიო მშენებელ ინჟინერთა საბჭოს“ ქოლგის ქვეშ „სეისმომედეგი მშენებლობის საერთაშორისო ცენტრის“ დაფუძნების საკითხზეც იმსჯელეს.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა