logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოში რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოში რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
18:18 09.08.2018
ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ, რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ჰააგის აკადემიის საერთაშორისო სამართლის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.



ელჩმა სტუდენტებთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა 2008 წლის აგვისტოში განვითარებულ მოვლენებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ. მან აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლისთავზე რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ არ აქვს შესრულებული 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას.



კონსტანტინე სურგულაძემ ვრცლად ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული უკიდურესად მძიმე მდგომარეობაზე. ასევე ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის უფლებების დარღვევების მძიმე ფაქტების შესახებ, როგორიცაა თავისუფალი გადაადგილების, ცხოვრებისა და საკუთრების უფლებების დარღვევები, აგრეთვე მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა. ელჩმა ასევე ისაუბრა გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შესახებ.



შეხვედრის დასრულებისას გაიმართა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში.



ღონისძიების ფარგლებში, მოწვეულ სტუდენტებს ასევე საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ რუსეთ-საქართველოს ომის ამსახველ ფოტოგამოფენას. მათ შორის გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრისა და მეგობრობის ხიდი - „ქართლოსის“ მომზადებულ ფოტომასალას, რომელიც 2008 წლის ომში დაღუპულ ჟურნალისტებს, მებრძოლებსა და მშვიდობიან მოსახლეობას ეძღვნებოდა.



ფოტოგამოფენის გახსნაზე, საქართველოს ელჩმა ჰოლანდიის ტელეკომპანია „RTL Nieuws”-ის ოპერატორის სტან სტორიმანსის შესახებაც ისაუბრა, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს გორის ცენტრალურ მოედანზე რუსეთის ფედერაციის ავიაციის მიერ კასეტური ჭურვის ჩამოგდებას ემსხვერპლა.



კონსტანტინე სურგულაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2018 წელს, 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის პერიოდში გამოჩენილი თავგანწირვისა და თავდადებისათვის, პროფესიული მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენებით დააჯილოვა სტან სტორიმანსი.



ღონისძიება ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოში ჩატარდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა