logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ვაშინგტონში 2008 წლის აგვისტოს ომის მსხვერპლთა ხსოვნის საღამო გაიმართა
ვაშინგტონში 2008 წლის აგვისტოს ომის მსხვერპლთა ხსოვნის საღამო გაიმართა
16:35 09.08.2018
საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ვაშინგტონში 2008 წლის აგვისტოს ომის მსხვერპლთა ხსოვნის საღამო გაიმართა.

ღონისძიებაზე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ბაქრაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ელჩმა ისაუბრა 2008 წლის რუსეთის აგრესიულ ქმედებებსა და ომის შედეგებზე, ასევე რუსული ოკუპაციის ფონზე ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.

სტუმრებს, აგრეთვე, სიტყვით მიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ მარი როისმა, რომელმაც აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა დააფიქსირა.

სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფონდის (USAID) ადმინისტრატორის მოადგილემ ბროკ ბირმანმა საქართველოში მიმდინარე პროექტებზე და აშშ-საქართველოს პარტნიორობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე მიღწეული პროგრესი და მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს ღია მმართველობის სამიტის (OGP Summit) ორგანიზებისთვის.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აშშ-ის მთავრობის, ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის აშშ-ის უშიშროების საბჭოს ევროპისა და ევრაზიის მიმართულების ხელმძღვანელი ფიონა ჰილი და სახელმწიფო მდივნის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში კურტ უოკერი.

საელჩოში მოსახსენიებელ საღამოზე ასევე მოეწყო აგვისტოს ომის მოვლენების ამსახველი ფოტო-ვიდეო გამოფენა.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა