პარლამენტის აპარატის უფროსის, გივი მიქანაძის განცხადებით, სატენდერო კომისიამ გამოავლინა
გამარჯვებული პროექტი, რომლის საფუძველზეც გამოცხადდა ტენდერი და უკვე რამდენიმე კვირაა დაწყებულია სარეკონსტრუქციო სამუშაოები პარლამენტის თბილისის შენობაში.
ამის შესახებ მიქანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„სარეაბილიტაციო სამუშაოები რიგ საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტის თბილისის სასახლეშ მიმდინარეობს. განსაკუთრებით აღვნიშნავ იმ პროექტს, რომელიც პრიორიტეტულია ჩვენთვის. საკითხი ეხება თბილისში, პარლამენტის შენობის მაქსიმალურად ხელმისაწვდომობას შეზღუდული შესაძლებლობების მოქონე პირებისთვის. ჩვენ ასეთი გეგმა გვაქვს, რომ წლის ბოლოსთვის ეს შენობა იქნება საქართველოში სახელმწიფო უწყებებს შორის ყველაზე ადაპტირებული შენობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის“,-აღნიშნა

















