logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გივი მიქანაძე: საქართველოს პარლამენტში მიღებული იქნა გადაწყვეტილება პარლამენტის ახალი ლოგოს შექმნის თაობაზე
გივი მიქანაძე: საქართველოს პარლამენტში მიღებული იქნა გადაწყვეტილება პარლამენტის ახალი ლოგოს შექმნის თაობაზე
12:12 09.08.2018
„საქართველოს პარლამენტში მიღებული იქნა გადაწყვეტილება პარლამენტის ახალი ლოგოს შექმნის თაობაზე. ამ მიზნით, საქართველოს პარლამენტში შეიქმნა საკონკურსო კომისია, რომელსაც უშუალოდ პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს“, - განაცხადა პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.



მისი განმარტებით, საკონკურსო კომისიაში პარლამენტის წევრებთან ერთად, პარლამენტის აპარატის თანამშრომლები და პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს წარმომადგენლები არიან გაერთიანებული.



როგორც პარლამენტის აპარატის უფროსმა აღნიშნა, კონკურსი დღეს გამოცხადდა და ის შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზეა ატვირთული. ასევე, დღის განმავლობაში, ამ კონკურსთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია და დეტალი განთავსებული იქნება საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე.



„არანაირი არსებითი შეზღუდვა ამ კონკურსს არ აქვს. ნებისმიერი ასაკის ფიზიკურ პირს, აგრეთვე ნებისმიერ იურიდიულ პირს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს ამ კონკურსში. გვაქვს რამდენიმე არსებითი საკითხი, რაც ამ კონკურსს უკავშირდება. კერძოდ: თითოეულ კონკურსანტს შესაძლებლობა აქვს მხოლოდ ერთი საკონკურსო წინადადება წარმოადგინოს, საკონკურსო წინადადებაში წარმოდგენილი ლოგოს ნიმუში აუცილებლად უნდა იყო 100% ორიგინალი და არ უნდა შეიცავდეს პლაგიატს, აგრეთვე, რაც მნიშვნელოვანია, წარმოდგენილ ლოგოში არ უნდა იყოს გამოყენებული პარლამენტის არც ერთი შენობის კონტურები“ -აღნიშნა გივი მიქანაძემ.

პარლამენტის აპარატის უფროსის განცხადებით, დღეიდან 19 აგვისტომდე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება დეტალურად გაეცნოს კონკურსთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ხოლო 19-დან 24 აგვისტომდე სპეციალურად კონკურსისთვის გახსნილ ელექტრონულ მისამართზე შესაძლებელი იქნება თითოეულმა დაინტერესებულმა კანდიდატმა წარმოადგინოს საკონკურსო წინადადება.



„მას შემდეგ, რაც ყველა წინადადება წარმოდგენილი იქნება, საკონკურსო კომისია შეისწავლის და მიიღებს გადაწყვეტილებას გამარჯვებულის თაობაზე. გამარჯვებულისთვის დაწესებულია შესაბამისი ანაზღაურება, რომელიც 2500 ლარის ფარგლებშია განსაზღვრული“,-აღნიშნა გივი მიქანაძემ.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა