საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინდონეზიის რესპუბლიკაში მომხდარ მიწისძვრასთან
დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.
ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2018 წლის 5 აგვისტოს, ინდონეზიის რესპუბლიკაში, კუნძულ ლომბოკზე მომხდარი მძლავრი მიწისძვრის შედეგად ასობით ადამიანის გარდაცვალების გამო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამ მძიმე წუთებში, თანადგომას უცხადებს ინდონეზიელ ხალხს და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს; დაშავებულებს კი უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას“- ნათქვამია განცხადებაში.

















