logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლონდონში რუსეთ-საქართველოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა
ლონდონში რუსეთ-საქართველოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა
10:48 09.08.2018
დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით რუსეთ-საქართველოს ომის ათ წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა.



საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა ლონდონში გაერთიანებული სამეფოს მთავარი ტაძრის უესტმინსტერის სააბატოს „უდანაშაულო მსხვერპლთა მემორიალი“ გვირგვინით შეამკო. ღონისძიება ერთობლივად ქართულ-ბრიტანული მხარეების ორგანიზებით, საქართველოს საელჩოს მიერ უესტმინსტერის სააბატოსთან თანამშრომლობით მოეწყო.



თამარ ბერუჩაშვილმა და საელჩოს თანამშრომლებმა პატივი მიაგეს 2008 წელს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. ღონისძიებაში საელჩოსა და უესტმინსტერის სააბატოს წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს დიდ ბრიტანეთში საქართველოს თავდაცვის ატაშემ, NATO-ს საზღვაო ძალების სარდლობაში საქართველოს შსს-ს სამეკავშირო ოფიცერმა, ლონდონში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებმა, NATO-ს გაერთიანებული საზღვაო სარდლობის, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროსა და საგარეო და თანამეგობრობის ოფისის წარმომადგენლებმა.



აღსანიშნავია, რომ უესტმინსტერის სააბატოში ომისა და ძალადობის უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ომისა და ძალადობის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნება.



ღონისძიებების ფარგლებში, ლონდონში საქართველოს საელჩოში ცნობილი ქართველი მხატვრის, გია ბუღაძის გამოფენა “Victima” გაიმართა. გამოფენის გახსნაზე საქართველოს ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ღონისძიებას დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური წრეების, ლონდონში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბრიტანულ-ქართული საზოგადოებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.









FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა