logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთ-საქართველოს 10 წლისთავზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთ-საქართველოს 10 წლისთავზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს
10:05 09.08.2018
უშიშროების საბჭოს დიდი ბრიტანეთის თავმჯდომარეობით გამართულ საბჭოს დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს შორის ომის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით, განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და კონფლიქტის მოგვარების საკითხი. აღნიშნულთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოზე მოხსენებით წარსდგა პოლიტიკურ საკითხებში გენერალური მდივნის მოადგილე თაი-ბრუკ ზერიუნი.

სხდომის დასრულების შემდგომ აშშ-ს, ნიდერლანდების, საფრანგეთის, პოლონეთის, შვედეთისა და დიდი ბრიტანეთის სახელით სპეციალური განცხადება გააკეთა დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში კარენ პირსმა.



მისი განცხადებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამხედრო აღჭურვილობისა და სამხედრო პერსონალის განთავსებას, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებებთან სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში ინტეგრაციის სფეროებში თანამშრომლობის განვითარებას და ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესს, რომელიც ზღუდავს ხალხთა შორის კონტაქტს, აფერხებს შერიგების პროცესს და უკიდურესად უარყოფითი გავლენა აქვს მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. რუსეთის ქმედებები ადასტურებს, რომ ახლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც 2008 წლის ომის დროს. საერთაშორისო თანამეგობრობის აბსოლუტური უმრავლესობა არ ცნობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიერ ე.წ. დამოუკიდებლობას, მაგრამ რუსეთის მიერ ამ რეგიონების აღიარება ხელს უწყობს ქვეყნის დანაწევრებას, კონფლიქტის გაგრძელებასა და დესტაბილიზაციას, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი რეგიონში. ბრიტანეთის წარმომადგენელმა მოუწოდა რუსეთს შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ექვს პუნქტიანი შეთანხმება.



კარენ პირსმა ყურადღება გაამახვილა იმ ჰუმანიტარული ხასიათის საკითხებზე, რომლებიც წარმოიშვა კონფლიქტის შედეგად - ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის აუცილებლობის, ასევე, გადაადგილების უფლების შეზღუდვის და მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებისათვის საზიანო ქმედებების შესახებ. დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებისა და მათი საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების მიმართ. კარენ პირსმა ასევე მოუწოდა მხარეებს, რომ კოფლიქტის მოგვარების მიზნით, გააძლიერონ მათი ჩართულობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. მოიწონა საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა