მმართველი გუნდის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, აგვისტოს ომთან დაკავშირებით მისი პოზიცია
ცალსახაა.
თალაკვაძის თქმითვე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელდა აგრესია და საქართველოს ტერიტორიები დღემდე ოკუპირებულია.
„ჩვენი პოზიცია ომთან დაკავშირებით არის ცალსახა - რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელდა აგრესია, საქართველოს ტერიტორიები დღემდე ოკუპირებულია და რუსი ჯარისკაცები აქ უკანონოდ იმყოფებიან. მინდა ვუთხრა ომში დაღუპული ჯარისკაცების შვილებს - თქვენი მამები იცავდნენ სამშობლოს. ისინი გმირები არიან!“- განაცხადა თალაკვაძემ.

















