logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: ეს სამინისტრო არის თქვენი სახლი, თითოეული ჩვენთაგანი ვალდებულია, გამოგიწოდოთ თანადგომისა და ერთგულების ხელი
გიორგი გახარია: ეს სამინისტრო არის თქვენი სახლი, თითოეული ჩვენთაგანი ვალდებულია, გამოგიწოდოთ თანადგომისა და ერთგულების ხელი
15:29 08.08.2018
შინაგან საქმეთა მინისტრი აგვისტოს ომში დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებს და თანამებრძოლებს შეხვდა. აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სამინისტროს დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებთან ერთად, სამინისტროს ეზოში, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

“თითოეული თქვენგანის ოჯახს მადლობა უნდა გადავუხადოთ ასეთი ადამიანების გვერდში დგომის და აღზრდისთვის. ათი წელი გავიდა. ეს ჩვენი, თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე ტრაგიკული დღეები იყო. ეს დღეები გვემახსოვრება ყოველთვის, სანამ ამ თავგანწირვის ერთადერთი მიზანი მიღწეული არ იქნება. აბსოლუტურად გულწრფელად, თავს ვალდებულად ვთვლით, რომ რისი გაკეთებაც შეგვიძლია, მაქსიმალური ყურადღებით ვიყოთ თქვენ მიმართ და რა თქმა უნდა, ამ ბავშვების მიმართ. თითოეულმა ჩვენგანმა იცის, რომ ეს ჩვენი ვალია და ამას, გარწმუნებთ, პირნათლად შევასრულებთ. ამ ადამიანების და ქვეყნის მიმართ ჩვენი ვალი შეგვიძლია, აღვასრულოთ, პირველ რიგში, ამ ბავშვების, ამ ახალგაზრდების და თქვენი მხარდაჭერით. ამიტომ, ყოველთვის გქონდეთ ჩვენი იმედი და მერწმუნეთ, რომ ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნებით. იცოდეთ, რომ ამ უწყებაში, ამ სამინისტროში ყოველთვის განსაკუთრებულად დაფასებული იქნება ის ხალხი, ვინც ღირსეულად გააგრძელებს იმ გზას, რა გზითაც ამ ხალხმა - თქვენმა ოჯახის წევრებმა, თქვენმა შვილებმა, მამებმა, მეუღლეებმა იარეს და თითოეული ადამიანისთვის ეს იქნება ღირსებისა და ადამიანობის საკითხი. მადლობა კიდევ ერთხელ. დაღუპული 14 პოლიციელი, 5 მესაზღვრე... მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრო დიდია, თითოეულ ახალგაზრდას, თითოეულ ადამიანს უდიდესი ფასი აქვს ამ ქვეყნისთვის და ამ სამინისტროსთვისაც. ამიტომ, იცოდეთ, რომ ეს არის თქვენი სახლი. როცა საჭირო იქნება, მაშინ შეგიძლიათ მოხვიდეთ და თითოეული ჩვენგანი იქნება ვალდებული და მზად, შესაბამისად გამოგიწოდოთ თანადგომის და ერთგულების ხელი, რასაც ღირსეულად და სიამოვნებით შევასრულებთ. მადლობა და იცოდეთ, რომ ამ ბავშვებზე პასუხისმგებლობა ჩვენზეც არის,” - განაცხადა გიორგი გახარიამ.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 და სანაპირო დაცვის 5 თანამშრომელი დაიღუპა. სამინისტრომ 19-ვე დაღუპული თანამშრომლის ოჯახს წელს მატერიალური დახმარება გაორმაგებული თანხით გაუწია. ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები. დაღუპული თანამშრომლების შვილებმა მამების თანამებრძოლებისა და მეგობრებისგან მოისმინეს მშობლების გმირობის ისტორიები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2008 წლის აგვისტოში ერთ-ერთი დაღუპული პოლიციელის იუბილარ შვილებს დაბადების დღე სიმბოლური საჩუქრებით მიულოცა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა