საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს ზესტაფონის რაიონს ეწვევა.
უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურის
ინფორმაციით, ბაქრაძე არგვეთის მოსახლეობას შეხვდება და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნობა.
ბაქრაძე მოსახლეობას ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე ინფორმაციას მიაწვდის.

















