logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე: ურბანულ სამსახურში შემოსულ 800-მდე ვადაგადაცილებულ წერილზე პასუხი გაცემულია
კახა კალაძე: ურბანულ სამსახურში შემოსულ 800-მდე ვადაგადაცილებულ წერილზე პასუხი გაცემულია
11:24 08.08.2018
დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურმა 800-მდე ვადაგადაცილებულ და მიმდინარე საკითხზე მუშაობა დაასრულა. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, თავად დაავალა ურბანულ სამსახურს, რომ ყველა შემოსულ წერილს პასუხი დროულად გასცემოდა.

„მინდა მივმართო სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს და ვაცნობო, რომ გასულ კვირას, ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურმა ვადაგადაცილებულ და მიმდინარე საკითხებზე მუშაობა დაასრულა. დაახლოებით, 800-მდე შემოსულ წერილს პასუხი გაეცა და დღეს ყველა განულებულია. აღნიშნული სამსახური უნდა აეწყოს ისე, რომ ვადაგადაცილებული საკითხები აღარ იყოს და სამშენებლო სექტორს პრობლემა არ შეექმნას. კომპანიებს თვეობით ლოდინი უწევდათ, რაც სერიოზულ დისკომფორტს ქმნიდა. ეს ეკონომიკისთვისაც ცუდია, რადგან სამშენებლო მიმართულება ეკონომიკური განვითარებისთვის ერთ-ერთი უმთავრესია. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა იქნება, რომ ქალაქის სწორი ურბანული განვითარება გათვალისწინებული იყოს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის თითოეულ თანამშრომელს 24-საათიან რეჟიმში მუშაობისა და გადაწყვეტილების მოლოდინის რეჟიმში მყოფი საკითხების სრულად ამოწურვის გამო, მადლობა გადაუხადა.

„ყველა წერილზე პასუხი გაცემულია. მთავარია, რომ ეს პროცესი არ გაჩერდეს და ყველაფერი შეფერხების გარეშე წარიმართოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა