პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი დავით გამყრელიძე ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, დღეს, გურიის
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს.
როგორც „ნიუსპრესს“ „ახალი მემარჯვენეებიდან“ აცნობეს, მაჟორიტარების წარდგენის შემდეგ „ახალგაზრდა მემარჯვენეები“ ლიდერებთან ერთად აქციას - „არა მონოპოლიებს!“ გამართავენ.
დღესვე, მსგავსი აქცია ბათუმში სავაჭრო ცენტრში „ალამი“ ჩატარდება.
ბათუმის აქციაში „ახალი მემარჯვენეების“ აჭარის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები მიიღებენ მონაწილეობას.

















