საქართველოში იაპონიის საელჩო რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით განცახდებას
ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ იაპონია ღრმა მწუხარებას გამოხატავს აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით და კვლავ ადასტურებს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მხარდაჭერას საერთაშორისო სამართლით განსაზღვრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვით, რომელიც აუცილებელია მშვიდობისა და სტაბილურობისთვის როგორც საქართველოსთვის, ისე სამხრეთ კავკასიის რეგიონისათვის.

















