რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის ომის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით დღეს გერმანიის
საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სსპიკერმა განცხადება გააკეთა.
როგორც სპიკერმა განაცხადა, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„დღეს 10 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცალმხრივი აღიარება რუსეთის ფედერაციისა და კიდევ ოთხი სახელმწიფოს მიერმიუღებელია.
გერმანია მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ძალისხმევებს ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში, რომელიც საერთაშორისო მოლაპარაკებების მთავარქვაკუთხედად რჩება. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს სრულყოფილად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები.
გერმანია გააგრძელებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის EUMM მხარდაჭერას და სეპარატისტულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისოორგანიზაციების დაშვებისკენ მიმართული ქმედებების განხორციელებას.
მივესალმებით საქართველოს მთავრობის ღონისძიებათა პაკეტს „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რომლითაც გაუმჯობესდება ადმინისტრაციულ საზღვრებს მიღმამცხოვრები ადამიანებისათვის ცხოვრების პირობები ვაჭრობის, განათლების მიღების და მობილურობის გამარტივების გზით“- განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტრო სსპიკერმა.

















