logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ეუთო-ში საქართველოს მეგობართა არაფორმალურმა ჯგუფმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა
აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ეუთო-ში საქართველოს მეგობართა არაფორმალურმა ჯგუფმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა
15:32 07.08.2018
ეუთო-ს ფარგლებში რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ს, კანადის, დიდი ბრიტანეთის, ლატვიის, ლიეტუვას, ესტონეთის, შვედეთის, პოლონეთის, რუმინეთის, ჩეხეთისა და უკრაინის სახელით საქართველოს მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება გაკეთდა.

ეუთო-ს მონაწილე ქვეყნები გამოხატავენ საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას და მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას უკან წაიღოს მის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული სამხედრო ინტერვენციიდან 10 წლის შემდეგ, ისინი არიან უკიდურესად შეშფოთებული საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციით და ხაზს უსვამენ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას, გაერო-ს ქარტიის, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და საერთაშორისი სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების პატივისცემის საფუძველზე.

ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას სრულად შეასრულოს ევროკავშირის მედიაციით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მათ შორის გაიყვანოს საკუთარი ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

განცხადებაში გამოთქმულია ღრმა შეშფოთება საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევებთან, ასევე რუსეთის სამხედრო წვრთნების ზრდისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერებასთან დაკავშირებით.

მეგობართა ჯგუფი ასევე გმობს საქართველოს მოქალაქეების, იძულებით გადაადგილებული პირების არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის ფაქტებს და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელს, არ შეუშალოს ხელი დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას. ჯგუფის წევრები მხარს უჭერენ საქართველოს მიერ პრევენციული ზომების გატარებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დაუსჯელობის განცდის აღმოფხვრასა და ადამიანის უფლებების გაუარესების არ დაშვებას. ისინი აღნიშნავენ საქართველოს მთავრობის მიერ ოთხოზორია-ტატუნაშვილისი სიის მიღებას, რომელიც ეფუძნება საქართველოს პარლამენტის შესაბამის რეზოლუციას.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჯგუფის წევრები მიესალმებიან საქართველოს მიერ ევროკავშირის მედიაციით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებასა და საქართველოს მიერ ძალის არ გამოყენების თაობაზე ცალმხრივად აღებულ ვალდებულებას და მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, გადადგას საპასუხო ნაბიჯი, დაადასტუროს და შეასრულოს ვალდებულება საქართველოს წინააღმდეგ ძალის არ გამოყენებასთან დაკავშირებით.

ეუთო-ს მონაწილე ქვეყნები მხარს უჭერენ საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება და დაყოფილ ხალხთა შორის კონტაქტებისა და ნდობის ხელშეწყობას.
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი ვიდეო მიმართვაც გაავრცელეს.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა