logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აფხაზეთის მთავრობა: 2008 წლის ომი იყო რუსეთის მცდელობა შეეჩერებინა საქართველოს ევროპული სწრაფვა და არ დაეშვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება
აფხაზეთის მთავრობა: 2008 წლის ომი იყო რუსეთის მცდელობა შეეჩერებინა საქართველოს ევროპული სწრაფვა და არ დაეშვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება
14:24 07.08.2018
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს სუვერენიტეტის წინაღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო აგრესიის 10 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი იყო რუსეთის მცდელობა შეეჩერებინა საქართველოს ევროპული სწრაფვა და არ დაეშვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება.

„ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია განახორციელა და აგრძელებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფას, რითაც დღემდე არღვევს მის მიერვე 2008 წლის 12 აგვისტოს დადებულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას და იგნორირებას უკეთებს ჯარების გაყვანის თაობაზე ნაკისრ ვალდებულებას. უფრო მეტიც, ოკუპაცია მოახდინა კოდორის ხეობის, სადაც არანაირ საბრძოლო მოქმედებებს ადგილი არ ჰქონია, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილები, ხოლო დარჩენილებს კი სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ თავიანთ სახლებში ცხოვრება. მათი, ისევე, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებლობა ცალმხრივად რუსეთის ფედერაციას ეკისრება.
2008 წლის ომი, იყო რუსეთის მცდელობა შეეჩერებინა საქართველოს ევროპული სწრაფვა და არ დაეშვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება. ეს იყო მცდელობა, ქართველი ხალხის არჩევანის ჩაკვლისა ძალადობრივი გზით, რაც საერთაშორისო ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს და მიუღებელია XXI საუკუნის ცივილიზებული, დემოკრატიული სამყაროსათვის.
ჩვენ მუდამ გვემახსოვრებიან ის გმირები, რომელთაც ჩვენი ქვეყანა დაიცვეს. მათ შორის ბევრი აფხაზეთის მკვიდრიც იყო, რომელთაც ერთხელ უკვე ნაწვნევი ჰქონდათ თავს მოხვეული ომის სიმწარე, მაგრამ თავიანთი მამულიშვილური ვალი ვაჟკაცურად მოიხადეს ერისა და ქვეყნის წინაშე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გმობს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას და იმედოვნებს, რომ მთელი პროგრესული, დემოკრატიული სამყაროს თანადგომითა და ძალისხმევით, საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის წარმოებით მიღწეული იქნება შედეგი - აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი სამშობლო დაიკავებს ღირსეულ ადგილს დემოკრატიულ სახელმწიფოთა რიგებში“- ნათქვამია განცხადებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა