logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევების მიმართ ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი მიდგომა და ვახორციელებთ პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას
ირაკლი კობახიძე: საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევების მიმართ ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი მიდგომა და ვახორციელებთ პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას
12:09 07.08.2018
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 10 წლისთავზე საქართველოს მხარდასაჭერად, თბილისს ლიეტუვას, ლატვიის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და უკრაინის ვიცე-პრემიერი სტუმრობენ. საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიიღო.

პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე საქართველოს სუვერენიტეტის დაცვაში გამოხატული მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის სტუმრებს მადლობა გადაუხადა. ირაკლი კობახიძემ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის მიდგომებზე ისაუბრა.

„პროგრესი, რეფორმები და წინსვლა საუკეთესო გადაწყვეტაა საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად. საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, როგორიცაა ნატოსა და ევროკავშირის წევრობა, საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტიას იძლევა. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ხედვა და ვახორციელებთ პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას, რომელიც მშვიდობიან განვითარებაზეა ორიენტირებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების ფაქტს შეეხო და აღნიშნა, რომ ეს ტრაგიკული ფაქტი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ეს არ არის გაყინული კონფლიქტი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი რეჟიმი დღემდე აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფას და უკანონო დევნა-შევიწროებას. ირაკლი კობახიძემ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ სანქციების მხარდაჭერისთვის ლიეტუვას მხარეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა საქართველოს მეგობარი სახელმწიფოების გვერდში დგომის მნიშვნელობა.

პარლამენტის თავმჯდომარეს სტუმრების მხრიდან პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა და აღნიშნა, რომ მათი საქართველოში ვიზიტი სოლიდარობის დემონსტრირებაა. „ყველანი ვხედავთ და კარგად ვაცნობიერებთ საქართველოს ტერიტორიებზე თავდასხმის შედეგებს. შეუძლებელია მოვითმინოთ და ვაღიაროთ ტერიტორიების ძალით მიტაცება. ქართველი ხალხის მხრიდან პროევროპული ხედვა და ნატოსთან ინტეგრაციის განწყობა მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. საქართველომ უნდა გამოიჩინოს მოთმინება და გააგრძელოს რეფორმების კურსი, რათა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპულ ინსტიტუტებს და ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს“, - განაცხადა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა.

პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები გია ვოლსკი და სერგი კაპანაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა და პარლამენტის წევრები დაესწრნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა