logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თამარ ხულორდავა: რუსეთი ყოველი ქმედებით, განცხადებით ამტკიცებს, რომ საქართველოს დამოუკიდებელ განვითარებას არ დაუშვებს
თამარ ხულორდავა: რუსეთი ყოველი ქმედებით, განცხადებით ამტკიცებს, რომ საქართველოს დამოუკიდებელ განვითარებას არ დაუშვებს
11:09 07.08.2018
პარლამენტის წევრის თამარ ხულორდავას განცხადებით, რუსეთ-საქართველოს შორის არსებული კონფლიქტს მშვიდობიანად მოგვარების მცდელობების მიუხედავად რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია კვალავაც გრძელდება.

მისივე განცხადებით, რუსეთი ყოველი ქმედებით ამტკიცებს, რომ არ დაუშვებს საქართველოს დამოუკიდებელ განვითარებას და საქართველოს მშვიდობიანი განვითარების გარანტად ნატოში გაწევრიანებას მიიჩნევს.

„412 დაღუპული, მათ შორის, 170 ჯარისკაცი; 1747 დაჭრილი;130 000 იძულებით გადაადგილებული პირი, რომელთაგან 30 000 დღესაც დევნილობაში ცხოვრობს; 35 000 განადგურებული სახლი; 53 მიწასთან გასწორებული ქართული სოფელი;
რუსეთის მიერ დამატებით ოკუპირებული 5 ხეობა და 125 სოფელი... ამასთან, რუსეთმა სრულიად უკანონოდ აღიარა მთლიანად მასზე დამოკიდებული და მისმიერ მართული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად.

წლებია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ვცდილობთ მშვიდობიანი გზით გადავჭრათ კონფლიქტი, მაგრამ ოკუპაცია გრძელდება. მადლობელი ვართ პარტნიორების საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერის გამომხატველია ევროპარლამენტის, ევროსაბჭოსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეების მიერ, ასევე პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თუ მთავრობების წარმომადგენელთა მიერ ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციები და განცხადებები. უმნიშვნელოვანესია, რომ ამ თარიღს ლიეტუვის, ლატვიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და უკრაინის ვიცე-პრემიერთან ერთად ვიხსენებთ ჩვენს თავს დატრიალებულ ტრაგედიას, პატივს მივაგებთ საქართველოს ერთიანობისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს და საერთო პოზიციით, ერთადმდგომნი კიდევ ერთხელ ვახსენებთ მსოფლიოს, რომ საქართველოს 20 პროცენტი კვლავაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ასიათასობით ადამიანი კი ისევ დევნილია საკუთარ მიწაზე.

სამშვიდობო პოლიტიკას ალტერნატივა არ აქვს. რაც შეეხება ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რუსეთის მუქარას, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ჩვენ სატლანტურ მისწრაფებას სწორედ ეს რუსული საფრთხე ამძაფრებს. რუსეთი ყოველი ქმედებით, განცხადებით ამტკიცებს, რომ არ დაუშვებს საქართველოს დამოუკიდებელ განვითარებას. საქართველოს მშვიდობიანი განვითარების გარანტი სწორედ ნატოში გაწევრიანება და ამ პროცესის მაქსიმალურად დაჩქარებაა. სამშვიდობო პოლიტიკით, მეტი ჩართულობით, კონტაქტებით და საერთო ინტერესების წახალისებით კვლავ უნდა გავამთლიანოთ ჩვენი ხელოვნურად გახლეჩილი, რუსული მავთულხლართების სხვადასხვა მხარეს დარჩენილი საზოგადოება“ - აცხადებს თამარ ხულორდავა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა