logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოფიო ქაცარავა: საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიებიდან ადამიანების გატაცებები და სხვა უმძიმესი დარღვევები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოველდღიურობად იქცა
სოფიო ქაცარავა: საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიებიდან ადამიანების გატაცებები და სხვა უმძიმესი დარღვევები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოველდღიურობად იქცა
10:48 07.08.2018
პარლამეტის წევრის, სოფო ქაცარავას განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა უმძიმეს ვითარებაში ცხოვრობენ და მათი უფლებები ყოველ დღე ირღვევა.

მისივე განცხადებით, მძიმე ვითარების მიუხედავად მმართველი პარტია საოკუპაციო ძალის დესტრუქციულ ქმედებებს მტკიცე და პრინციპული სამშვიდობო პოლიტიკით, დიპლომატიით, მოლაპარაკებებითა და დიალოგით პასუხობს.

„ომის, იძულებითი გამოდევნისა და ეთნიკური რწმენის რამდენიმე ტალღის შედეგად, ათობით ათასი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი სახლი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ეს ადამიანები დღემდე ვერ ახერხებენ დაბრუნებას და საკუთარ ქვეყანაში დევნილებად ან სხვა ქვეყნებში ლტოლვილებად რჩებიან. ამას ემატება ისიც, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას უმძიმეს ვითარებაში უწევთ ცხოვრება. ყოველდღიურად ირღვევა მათი ფუნდამენტური უფლებები. საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიებიდან ადამიანების გატაცებები, უკანანო დაკავებები, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების უფლების წართმევა და სხვა უმძიმესი დარღვევები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოველდღიურობად იქცა.

გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის და ლევან ბაშარულის სასტიკი მკვლელობები კიდევ ერთხელ მიუთითებს ამჟამინდელი სტატუს კვოს მიუღებლობასა და ოკუპაციის დასრულების აუცილებლობაზე. უმნიშვნელოვანესია ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მექანიზმების დაშვება, რათა მსგავსი ტრაგიკული ფაქტების პრევენცია და მათზე სათანადო რეაგირება მოხდეს.

მიუხედავად უმძიმესი ვითარებისა, საოკუპაციო ძალის დესტრუქციულ ქმედებებს ვპასუხობთ მტკიცე და პრინციპული სამშვიდობო პოლიტიკით, დიპლომატიით, მოლაპარაკებებითა და დიალოგით, სადაც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ჩვენი ერთიანი ძალისხმევის შედეგია ის, რომ რუსეთის მხრიდან აღიარების პოლიტიკა მსოფლიო მასშტაბით წარუმატებელია. საერთაშორისო საზოგადოება ერთსულოვანია და მყარად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ხოლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი საერთაშორისო პოლიტიკურ დღის წესრიგში უმაღლეს დონეზე დგას.

ჩვენი მთავარი ამოცანაა აგრესიას ვუპასუხოთ მშვიდობით, შიდა სტაბილურობითა და ქვეყნის განვითარებით. ჩვენი სურვილია, მავთულხლართების იზოლაციაში მოქცეული საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის პერსპექტივის შეთავაზებით, აღვადგინოთ ნდობა საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას შორის და მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნის უმთავრეს მიზანს - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას,“ - აცხადებს სოფო ქაცარავა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა