ე.წ სამხრეთ ოსეთის ელჩი რუსეთში, დიმიტრი მედოევი დე-ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის მორიგ კანდიდატად დაარეგისტრირა.
ამის შესახებ რუსული საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან.
ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი უთხრა მეწარმე რუსტემ ჯიოევს და სადაზღვევო კომპანია "იუგოსეტსოცსტრახის" გენერალურ დირექტორს ფელიკს ბიტიევს.
მანამდე, კანდიდატებად ადამიანის უფლებათა დამცველი დავით სანაკოევი და ე.წ სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი ლეონიდ თიბილოვი დარეგისტრირდნენ.

















