logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი წმინდა საყდრის ნუნციოს შეხვდა
დავით ზალკალიანი წმინდა საყდრის ნუნციოს შეხვდა
16:57 06.08.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა წმინდა საყდრის ნუნციო საქართველოში, მონსინიორ ჟოზე აველინო ბეტანკური მიიღო.



შეხვედრაზე, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა, მხარეებმა საქართველოსა და ვატიკანის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს. ნუნციოს განცხადებით, საქართველოსა და წმინდა საყდარს ისტორიული ურთიერთობები აკავშირებთ, რომელიც გულთბილობითა და პატივისცემით ხასიათდება.



წმინდა საყდრის დესპანმა ასევე წარმატებები უსურვა დავით ზალკალიანს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე, საქართველოს წინაშე არსებული საგარეო პოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტის საქმეში.



საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის ჩამოყალიბებული მჭიდრო, მეგობრული და ნაყოფიერი თანამშრომლობის კონტექსტში ხაზი გაესვა ბოლო წლებში ორმხრივი ვიზიტების მაღალ დინამიკას და მათი შემდგომი ურთიერთგაცვლის აუცილებლობას.



დავით ზალკალიანმა მონსინიორ ბეტანკურს გააცნო აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება და მადლობა გადაუხადა წმინდა საყდრის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისათვის. ჟოზე აველინო ბეტანკურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ვატიკანის ურყევი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამასთან, მან ხაზი გაუსვა ადგილნაცვალ პირთა და ლტოლვილთა პრობლემის განსაკუთრებულ სიმწვავეს.



შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპულ ოჯახში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედია, რაც ქართველი ხალხის ეროვნულ იდეასა და შეუქცევად არჩევანზეა დაფუძნებული. მონსინიორ ბეტანკურმა, თავის მხრივ, მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს, როგორც ევროპული ცივილიზაციისა და კულტურის მქონე ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის კურსის მიმართ.

საუბრისას ხაზი გაესვა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას. დავით ზალკალიანმა განსაკუთრებული მადლიერებით აღნიშნა ვატიკანის მხრიდან განხორციელებული კულტურული და საგანმანათლებლო პროექტები, ასევე კარიტასის მიერ გაწეული ფასდაუდებელი ჰუმანიტარული და სოციალური საქმიანობა.



შეხვედრისას მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს შემდგომი ორმხრივი თანამშრომლობის მზადყოფნა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა