პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, უმრავლეოსბის შეხვედრაზე, რომელიც დღეს
გაიმართება, ბევრი თემის განხილვა იგეგმება.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებაც იმსჯელებს.
„დღეს უმრავლესობის შეხვედრაა და ვფიქრობ, რომ ბევრი თემაა განსახილველი მათ შორის ეგ თემაც იქნება აუცილებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრინციპული. მე ველოდები, რომ დღეს შევჯერდებით, თუ არა და კიდევ შევხვდებით.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში მმართველი გუნდის შეხვედრა 16:00 საათზე გაიმართება.

















