logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გივი მიქანაძემ და სომხეთის ეროვნული ასამბლეის აპარატის უფროსმა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს
გივი მიქანაძემ და სომხეთის ეროვნული ასამბლეის აპარატის უფროსმა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს
18:22 03.08.2018
საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.



ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა ორმხრივი შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის აპარატის უფროსთან, არა საღათელიანთან და პარლამენტის აპარატის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან.



გივი მიქანაძემ არა საღათელიანს გააცნო საქართველოს პარლამენტში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, მათ შორის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების კუთხით გადადგმულ ნაბიჯები.



„სომეხ კოლეგას მივაწოდე ინფორმაცია საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო კუთხით განხორციელებული ცვლილებებისა და რეფორმების თაობაზე, ასევე კონსტიტუციის ახალი რედაქციით და პარლამენტის ახალი რეგლამენტით გათვალისწინებული ის სიახლეები, რაც მიმართულია პარლამენტის, განსაკუთრებით კი მისი საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების თვალსაზრისით. ასევე, გავაცანი ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის მიერ ღია მმართველობის პარტნიორობის ფორმატში მიღწეული წარმატებების შესახებ“,-განაცხადა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა შეხვედრის კომენტირებისას.



გივი მიქანაძემ შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის აპარატში მიმდინარე აქტივობებისა და რეფორმების თაობაზეც ისაუბრა. მან არა საღათელიანი თბილისში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების აპარატების ხელმძღვანელთა შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად მოიწვია.



„ჩემი სომეხი კოლეგა მოვიწვიე სექტემბრის ბოლოს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების აპარატების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე, რომლის ფარგლებშიც იგეგმება თბილისის მემორანდუმის გაფორმება. სომეხი კოლეგა მიესალმა ამ ინიციატივას და დაგვიდასტურა ღონისძიებაში მონაწილეობა“,-განაცხადა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა.



გივი მიქანაძის შეფასებით, სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტი როგორც გაცნობითი, ასევე სამომავლო თანმშრომლობის კუთხით მნიშვნელოვანი იყო.



„მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღვნიშნეთ. გამოვთქვით მზადყოფნა, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს და განივრცოს როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში და ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში დავსახავთ კონკრეტულ გეგმას, რომლითაც ორივე მხარე უფრო აქტიური თანამშრომლობის ფაზაზე გადავალთ“,-განაცხადა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა