logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი იაპონიის ელჩს შეხვდა
დავით ზალკალიანი იაპონიის ელჩს შეხვდა
18:21 03.08.2018
იაპონური მხარის ინიციატივით შედგა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ტადაჰარუ უეჰარას შეხვედრა საქართველოს ახლადდანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან.



იაპონიის ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. თავის მხრივ, დავით ზალკალიანმა იაპონურ მხარესთან აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა.



შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველო-იაპონიის ურთიერთობების მზარდი დინამიკა, როგორც ორმხრივ ასევე მრავალმხრივ ფორმატში.



საუბარი შეეხო მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს და მისი გაღრმავების პერსპექტივებს. ხაზი გაესვა, რომ აღნიშნულ სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს და იაპონიას შორის ორმხრივი საინვეტიციო ხელშეკრულების გაფორმება, რომლის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.



მინისტრმა იაპონიის ელჩს გააცნო საქართველოს ახალი მთავრობის მუშაობის პრიორიტეტები. ყურადღება გამახვილდა სოციალური სფეროსა და განათლების სისტემის რეფორმაზე. აღინიშნა ამ მიმართულებით იაპონიასთან თანამშრომლობის მნიშვნელობა და შესაძლებლობები.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა იაპონურ მახრეს საქართველოს სტაბილური განვითარების პროცესში შეტანილი წვლილისთვის. განსაკუთრებით აღინიშნა, საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში იაპონიის მონაწილეობის მაღალი მნიშვნელობა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობების წარმოჩენას და რეგიონში საქართველოს საკვანძო როლის ზრდას.



მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების ხელშეწყობის საკითხებზე.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა