logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სექტემბერში სახელმწიფო ენის დეპარტამენტი საქართველოს პარლამენტს მუშაობის სრულ ანგარიშს წარუდგენს
სექტემბერში სახელმწიფო ენის დეპარტამენტი საქართველოს პარლამენტს მუშაობის სრულ ანგარიშს წარუდგენს
15:28 03.08.2018
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელს გიორგი ალიბეგაშვილს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაში დეპარტამენტის ექსპერტთა კომისიის თავმჯდომარე მერაბ ჩუხუა და დეპარტამენტის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.



გიორგი ალიბეგაშვილმა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიმდინარე საქმიანობასა და უახლოეს გეგმებზე ისაუბრა. განიხილეს, ასევე, ქართული ენის სტანდარტიზაციისა და ტრანსლიტერაციის პრობლემებთან დაკავშირებული საკითხები.



როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ევროკავშირისა და გაეროს სამუშაო ენების ბგერითი სისტემის ქართულ ენაზე და, პირიქით, ქართული ენის ბგერითი სისტემების ევროკავშირისა და გაეროს სამუშაო ენებზე ტრანსლიტერაციის წესების შემუშავება და დახვეწა, რაც აუცილებელია საერთაშორისო სავაჭრო, სამხედრო და კულტურული მიმართულების ორგანიზაციებთან სრულფასოვანი ურთიერთობისათვის.



გიორგი ალიბეგაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ექსპერტთა კომისია მუშაობს ქართული ენის სწავლის, სწავლებისა და შეფასების სისტემაზე, რომელიც საერთო ევროპულ რეკომენდაციათა ჩარჩოს შეესაბამება. სისტემა გულისხმობს ენის სწავლებას ოთხი ენობრივი კრიტერიუმის მიხედვით. სამომავლოდ, აღნიშნული კრიტერიუმებით შემუშავებული საგამოცდო პროგრამის მეშვეობით მოხდება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება და საჯარო უწყებაში იმ პირთა მიღება, რომელთაც ქართულ ენაზე განათლება არ მიუღიათ.



როგორც შეხვედრაზე ითქვა, 2018 წლის საშემოდგომო სესიისთვის დასრულდება მუშაობა „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე, რომლითაც საქართველოს ტერიტორიაზე რეკლამის სახელმწიფო ენაზე გავრცელების წესი შემუშავდება. კანონპროექტის მიხედვით, რეკლამა ქართული სალიტერატურო ენის ნორმებსა და ტრანლიტერაციის წესებს უნდა შეესაბამებოდეს.



სექტემბერში საქართველოს პარლამენტის წევრებისა და დაინტერესებული პირებისთვის სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მუშაობის სრული ანგარიშის წარდგენა იგეგმება.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა