საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეა ახვლედიანი ბალტიის თავდაცვის კოლეჯთან
გამორჩეული თანამშრომლობისათვის , „ვერცხლის მედლის დამსახურებისთვის“ და აღნიშნული კოლეჯის მეოთხე ყოველწლიური კონფერენციის „რუსეთი 2018 წლის შემდგომ: გამოწვევები და პასუხები“ მხარდაჭერისთვის “მადლობის სიგელით” (Certificate of Appreciation) დაჯილდოვდა.
საქართველოს ელჩს სიგელი ბალტიის თავდაცვის კოლეჯის მეთაურმა, გენერალ მაიორმა ანდის დილანსმა ტალინში გამართულ შეხვედრაზე გადასცა.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პრიორიტეტებზე. საუბარი ასევე შეეხო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობას. აგრეთვე, განხილული იქნა ესტონეთში საქართველოს საელჩოსა და ბალტიის თავდაცვის კოლეჯს შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

















