logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ანრი ოხანაშვილი: ასეთი რამ არ მომხდარა, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე შს მინისტრს პირდაპირ ეთერში გაეცა პასუხი შეკითხვებისთვის და ეს არის ძალიან დიდი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელი
ანრი ოხანაშვილი: ასეთი რამ არ მომხდარა, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე შს მინისტრს პირდაპირ ეთერში გაეცა პასუხი შეკითხვებისთვის და ეს არის ძალიან დიდი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელი
11:51 03.08.2018
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას, ყოფილ მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს და იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს გამოკითხავენ.
კომისიის სხდომის დაწყებამდე დეპუტატებმა ჟურნალისტებთან ისაუბრეს.
„ის პროცესი, რაც საქართველოს პარლამენტში მიმდიანრეობს, ეს არის უპრეცედენტო პროცესი, როდესაც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მოდიან ყოფილი მთავარი პროკურორი, შინაგან საქმეთა მინისტრი და მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით ისინი კომისიის წინაშე უპასუხებენ შეკითხვებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, ეს მიუთითებს ძალიან დიდ პასუხისმგებლობაზე, პატივისცემაზე ინსტიტუციების მიმართ, პატივისცემაზე საგამოძიებო კომისიის მიმართ. ჩვენ გვექნება ყველა ის მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელზეც შესაძლოა რომ საჭირო იყოს მინისტრების მხრიდან პასუხის გაცემა. შესაბამისად, მე იმედი მაქვს, რომ ასეთი დიდი პასუხისმგებლობის გამოჩენა, რომელიც გამოიჩინეს მინისტრებმა და გადაწყვიტეს, რომ საგამოძიებო კომისიის წინაშე მოსულიყვნენ და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ესაუბრათ, ამ დიდ პასუხისმგებლობას ასეთივე დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდება საგამოძიებო კომისიის ყველა წევრი. საუბარი მაქვს პირველ რიგში ოპოზიციაზე და იმედს ვიტოვებთ, რომ მათი ძირითადი შეკითხვები იქნება ყოველგვარი პოლიტიკური ანგაჟირებისგან დაცლილი და ორიენტირებული იმაზე, რომ მივიღოთ სრული სურათი და მივიღოთ რეალური პასუხები რომელიც ჩვენ და საზოგადოებას გვაინტერესებს. ჩემთვის საინტერესო იქნება, როგორ აფასებს კონკრეტული პირი, იქნება ეს შინაგან საქმეთა მინისტრი თუ ყოფილი პროკურორი, ამ საქმეს, როგორია მისი შეფასება ამ საქმესთან დაკავშირებით. ეს იქნება მთავარი შეკითხვა.
მოდით დავცალოთ შეკითხვები პოლიტიკური კითხვებისგან. არ არის ეს სამართლებრივი შეკითხვა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მთავარია, რომ საზოგადოებაში დასმულ შეკითხვებს გაეცეს პასუხი. ამ შეკითხვებზე ჩვენ ყველამ, კონკრეტულ პირებთან მიმართებაში, ეს შეკითხვები გავაჟღერეთ და მოვითხოვეთ იმ უშუალო პირებთან მიმართებაში, რომლებსაც ეხებოდათ კონკრეტული საგამოძიებო მოქმედება. რაც შეეხება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ისინი დღეს მოდიან, გამოიჩინეს დიდი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, საგამოძიებო კომისიას უპასუხონ და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ ამ საქმის გამოძიებასთან მიმართებაში. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გამოჩენა, ძალიან დიდი პატივისცემის გამოჩენა ინსტიტუციებთან მიმართებაში. ასეთი რამ არ მომხდარა, როდესაც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მოსულიყოს ყოფილი მთავარი პროკურორი, მოსულიყო შინაგან საქმეთს მინისტრი და პირდაპირ ეთერში გაეცა პასუხი შეკითხვებისთვის და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დიდი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელი. და ჩვენ ყველამ, საზოგადოების წინაშე, კომისიის ყველა წევრმა ასეთივე დიდი პასუხისმგებლობით უნდა ვუპასუხოთ აქ მინისტრების მოსვლას და ყოფილი მთავარი პროკურორის. და კონსტრუქციულ რეჟიმში პოლიტიკური ნარატივის გარეშე, რომელზეც ჩვენ უნდა მივიღოთ რეალური პასუხები,“ - განაცხადა კომისიის წევრმა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ანრი ოხანაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა