logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მარიამ ჯაში: დიდი ინტერესით დაველოდები USAID-ის საკონსულტაციო ვიზიტის რეკომენდაციებს, რათა მთავრობასთან კოორდინაციით მაქსიმალურად დროულად დაინერგოს ყველა შესაბამისი რჩევა
მარიამ ჯაში: დიდი ინტერესით დაველოდები USAID-ის საკონსულტაციო ვიზიტის რეკომენდაციებს, რათა მთავრობასთან კოორდინაციით მაქსიმალურად დროულად დაინერგოს ყველა შესაბამისი რჩევა
10:05 03.08.2018
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში დელოიტის საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენელს, ჯესიკა მაენოს, USAID-ის მმართველობა განვითარებისთვის პროგრამის მრჩეველს, მალხაზ ნიკოლაშვილსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების ლექტორს ელექტრონულ მმართველობაში, მერაბ ლაბაძეს შეხვდა.

შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა ერთობლივი მისია, რომელიც ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის ხელშეწყობით.

საკონსულტაციო მისია მუშაობს შეფასებასა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაზე, თუ როგორ შეიძლება გაძლიერდეს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულება საქართველოში.

რეკომენდაციები საფუძვლად დაედება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გრძელვადიანი სტრატერგიის ხედვას, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

სტუმრებმა მოისმინეს კომიტეტის შეხედულებები, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობისთვის. მარიამ ჯაშმა მათ გააცნო ამავე თემაზე ევროკავშირის მხარდაჭერით შემუშავებული რეკომენდაციების პაკეტი, რომელსაც კომიტეტი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად იხილავს.

„ჩვენ გვჭირდება მეტი ინვესტიციები ინოვაციებსა და ტექნოლოგიებში, ინვესტიციები მოიცავს როგორც ფინანსური, ასევე საკადრო რესურსის განვითარებას სახელმწიფო და საერთაშორისო თანამშრომლობითი პროგრამებიდან. ჩვენ გვჭირდება ზუსტი მეცნიერებების სწავლების გაძლიერება განათლების ყველა საფეხურზე და მაქსიმალურად თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანა სკოლაში, კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში ფიზიკის, მათემატიკის, ქიმიის თუ საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლის პროცესში“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

მისი განცხადებით, საქართველო რამდენიმე წელიწადში იქნება მზად, გაითვალისწინოს მსოფლიო ბანკის რეკომენდაცია და მთლიანი შიდა პროდუქტის სულ მცირე 1 % გამოიყოს მეცნიერებისა და კვლევების განვითარებისთვის.

„მაგრამ პარალელურად უნდა ვიზრუნოთ ხარისხის გაუმჯობესებაზე კვლევების მიმართულებით. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ეკონომიკის დარგებში იმ მიმართულებების შესახებ, რომელიც საინტერესოა საქართველოში პრიორიტეტული ინოვაციების დანერგვის კუთხით. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ვიმსჯელეთ, არის ინდუსტრიული დიზაინი. ეს არის სფერო, რომელშიც არაერთი წარმატებული ქართველი მოღვაწეობს უცხოეთში და შესაძლოა სწორედ ეს იყოს ნიშა საქართველოსთვის, რომელიც მიზანმიმართულად განვითარედება. დიდი ინტერესით დაველოდები USAID-ის საკონსულტაციო ვიზიტის რეკომენდაციებს, რათა მთავრობასთან კოორდინაციით მაქსიმალურად დროულად დაინერგოს ყველა შესაბამისი რჩევა, რომელიც ეფექტური იქნება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საქართველოში“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა