logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ზუგდიდში „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის საჯარო განხილვა გაიმართა
ზუგდიდში „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის საჯარო განხილვა გაიმართა
10:04 02.08.2018
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი საქართველოს რეგიონებში „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის საჯარო განხილვებს აგრძელებს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მომზადებულ პროექტს სამეგრელოს მოსახლეობა ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე გაეცნო. კანონპროექტი მოსახლეობის ფიზიკური აქტივობასა და სპორტის საყოველთაო ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს და სასპორტო განათლების მიმართულებებს და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს.



ღონისძიება სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა, რომელმაც სპორტული აქტივობების და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.



„საქართველოს რეგიონების მოსახლეობას, საჯარო განხილვების ფორმატში, „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ ახალ კანონპროექტს ვაცნობთ. კომიტეტის ინიციატივით, დოკუმენტის პარლამენტში წარდგენამდე სპორტის სფეროში ჩართული ადამიანებისგან მოსაზრებებს და წინადადებებს ვეცნობით, რათა შემდგომ მათი ასახვა მოხდეს პროექტში. რაც შეეხება ზოგადად სპორტს და მის მიმართ მიდგომებს, აღსანიშნავია, რომ სპორტის განვითარება და მასზე ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ ფიზიკურ აქტივობებს განსაკუთრებულად მივუდგეთ, რადგან სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესს ალტერნატივა არ აქვს. დღევანდელ საზოგადოებაში არაერთი გამოწვევა არსებობს, როგორიცაა სკოლებში ბულინგის თემა, ძალადობა, ნარკოპოლიტიკა. სახელმწიფო ცდილობს სხვადასხვა გზით წინ აღუდგეს არსებულ პრობლემებს და სწორედ ამ კუთხით, მიმაჩნია რომ ახალგაზრდების სპორტში ჩართულობა და ფიზიკური აქტივობა, გამოწვევების დაძლევის საუკეთესო მიდგომაა“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.



შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, მერაბ ქვარაია და მუნიციპალიტეტის მერი, ლაშა გოგია მიესალმნენ. ღონისძიება კანონპროექტის პრეზენტაციით გაგრძელდა. კომიტეტის და სამინისტროს წარმომადგენლებმა კანონპროექტის ძირითად მიმართულებებზე, მიზნებსა და ამოცანებზე ინფორმაცია წარმოადგინეს და საზოგადოების მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.



სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობამ საფეხბურთო მინი მოედნების და სოფლებში სპორტული მცირე ზომის დარბაზების მშენებლობის საკითხზე, ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაზე, სპორტული შეჯიბრებების ორგანიზებასა და მათ დაფინანსებაზე, რეგიონში მწვრთნელების ანაზღაურების საკითხებზე მოსაზრებები გამოთქვეს და სპორტის მიმართულებით რეგიონისთვის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს. სხდომაზე აღინიშნა, რომ საჯარო დისკუსიის ფარგლებში გამოთქმული წინადადებები და რეკომენდაციები ოქმის სახით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაეცემა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა