პარლემენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, კურიოზულია ის ეპითეტები და სიტყვები, რასაც
გიორგი მარგველაშვილი იყენებს.
მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილს მეტი სერიოზულობა მართებს.
„კურიოზულია საერთოდ ის ეპითეტები და სიტყვები რასაც იყენებს მარგველაშვილი. არ ვიცი რას აპირებს, მე თვითონ არ ვარ განწყობილი, რომ ყოველთვის ესეთი შეფასება გავაკეთო კრიტიკული, მაგრამ რაღაც მართლა კურიოზული და კომიკური გახდა ყველაფერი რასაც ამბობს ბოლო პერიოდში. უფრო სერიოზულობაა საჭირო, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა დრო დარჩა ვადის ამოწურვამდე“- განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ დღეს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ბრიფინგი გამართა. მან საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 28 ოქტომბერი დაასახელა.

















